ფინანსური ბაზრების მდგომარეობა ცხადყოფს, რომ ინვესტორები პუტინის მართვის სტილს ვერ ეგუებიან, ირწმუნება ჟურნალი Forbes-ი. გამოცემა ვარაუდობს, რომ ფინანსური ბაზრები რუსეთს ვლადიმერ პუტინის მესამედ არჩევისთვის "სჯიან".
მარტის დასაწყისიდან რუსეთის საფონდო ბირჟა თითქმის 30%-ით დაეცა, ხოლო რუბლი აშშ-ს დოლართან მიმართებაში - 15%-ით. 2012 წლის პირველი ოთხი თვის კაპიტალის გადინებამ 42 მლრდ დოლარი შეადგინა. " BP-იც კი მზადაა რუსეთიდან წავიდეს",- წერს სტატიის ავტორი ფინანსური ბაზრების გარშემო არსებულ ვითარებაზე.
ამასთან, ნავთობზე ფასის ვარდნა პუტინს რუსული ეკონომიკის მთავარ საყრდენს აცლის.
"ბაზარი პუტინის მიმართ ნდობას ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავს. ნავთობის მიმდინარე ფასების დონე - რუსული ბიუჯეტისთვის კატასტროფაა",- განაცხადა სტატიის ავტორთან ინტერვიუში Hedge-ფონდის ანონიმმა მენეჯერმა.
მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.