ნაპოლეონის ორთოგრაფიული შეცდომები აუქციონზე იყიდება

ნაპოლეონის ორთოგრაფიული შეცდომები აუქციონზე იყიდება

ნაპოლეონ ბონაპარტის წერილს, რომელიც ინგლისურ ენაზე წმინდა ელენას კუნძულზე ყოფნის დროს არის დაწერილი, პარიზში აუქციონზე გასაყიდად 10 ივნისს გამოიტანენ.

დოკუმენტი 1816 წლის მარტით არის დათარიღებული და დღემდე მოღწეული, ერთი იმ 3 წერილთაგანია, რომელიც ნაპოლეონმა წმინდა ელენას კუნძულზე დაწერა. ნაპოლეონი კუნძულზე ვატერლოოს ომში დამარცხების შემდეგ გადაასახლეს.

წმინდა ელენას კუნძულზე ნაპოლეონმა ინგლისური ენის შესწავლა გადაწყვიტა, რომ მის გარშემო მყოფი ბრიტანელების საუბარი გაეგო, ან უბრალოდ მოწყენილობა გაექარწყლებინა.

ყოფილ იმპერატორს ინგლისურის გაკვეთილებს გრაფი ემანუელ დე ლას კეისესი უტარებდა (Emmanuel, the Comte de las Cases), რომელიც მას თვალყურს ადევნებდა. როცა უძილობა სტანჯავდა, ნაპოლეონი საკუთარ მასწავლებელს წერილებს წერდა.

წერილის ტექსტი გრამატიკული შეცდომებით არის დაწერილი. იყო თუ არა საჭირო, ბონაპარტი დამხმარე ზმნა "shall"-ს ყოველთვის იყენებდა.

ლოტის სავარაუდო ფასი 80 000 ევროა. ვაჭრობა სასახლე ფონტანბლოში (Fontainebleau) ჩატარდება.

მომზადებულია BBC News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს