ალბათ ბევრჯერ გსმენიათ სექსის სასაცილო აკრძალვების შესახებ. მაგალითად, ფლორიდაში არ შეიძლება მამაკაცი ხელით შეეხოს ქალის მკერდს, მისისიპიში იკრძალება სექს-სათამაშოების გაყიდვა, ნებრასკაში დაუშვებელია ტანსაცმლის გარეშე სექსი.
გუამიში კი არსებობს დეფლორატორის პროფესია, რადგან გათხოვება სექსუალური გამოცდილების გარეშე აკრძალულია.
ისლამურ ქვეყნებში აკრძალულია ანალური სექსი, სინგაპურში - ტაბუა ორალურ სექსზე, ინდონეზიაში მასტურბაციისთვის ხელებს აჭრიან. რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. და საერთოდაც, რა შორს მივდივართ... საქართველოში მანქანაში სექსისთვის 400 ლარით ჯარიმდებიან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე კოცნაც აკრძალულია.
ერთი სიტყვით, ამ აკრძალვებს რომ თავი დავანებოთ, მთავარი ტაბუ, რა თქმა უნდა, თქვენს ტვინშია. ამიტომაც მხოლოდ თქვენ წყვეტთ, რა არის თქვენთვის აკრძალული სექსში და რა დასაშვები.
ერთადერთი, რაც ჩვენის მხრივ შეგვიძლია გავაკეთოთ, შემოგთავაზოთ, რა აკრძალვები არსებობს სექსში, ანუ, რა არ უნდა გააკეთოთ ლოგინში.