თამაში მათთვის, ვისაც საზღვრის არალეგალური გადაკვეთის განცდა აინტერესებს

თამაში მათთვის, ვისაც საზღვრის არალეგალური გადაკვეთის განცდა აინტერესებს

მექსიკიდან შეერთებულ შტატებში არალეგალურად უამრავი ემიგრანტი გადადის. ზოგიერთ ექსტრემალს არ სჭირდება საზღვრის არალეგალური გადაკვეთა, მაგრამ სურს ეს ემოცია გამოსცადოს - მექსიკის Eco Alberto-ს პარკი ამის შესაძლებლობას იძლევა. პარკი შეერთებული შტატების საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს.

ტერიტორიას უამრავი ტურისტი სტუმრობს და გასართობი შოუთი ყველა კმაყოფილია. "არალეგალები" ტერიტორიაზე ღამით მიდიან. ტურისტები ზუსტად იმავეს განიცდიან, რასაც არალეგალები საზღვრის გადაკვეთის დროს.

პარკი ტყეშია მოქცეული. ტურისტები ერთად იკრიბებიან და ცდილობენ პოლიციელებსა და მესაზღვრეებს (შოუს მსახიობები) არ გადაეყარონ; გზატკეცილზე პოლიცია პატრულირებს. როგორც ტურისტები ამბობენ, მაშინ როდესაც ისინი ხეებსა და ბუჩქებში იმალებიან და სიბნელეში მათკენ პოლიციის მანქანა მოდის, ისეთი განცდა ეუფლებათ, თითქოს მართლაც არალეგალები იყვნენ. 

მონაწილე ვალდებულია ამ გართობაში 250 პესო (20 დოლარი) გადაიხადოს და შეეცადოს ფარულად იმოძრაოს, რადგანაც თუკი პოლიციელი რომელიმე მათგანს შეამჩნევს, ის ავტომატურად თამაშს ეთიშება. მონაწილეები დაზღვეულნი არიან და არანაირი საფრთხე მათ სიცოცხლეს არ ემუქრება.

გასართობი შოუ რამდენიმე ფაზისგან შედგება: თავდაპირველად დათქმულ დროს ყველა მათგანი კონკრეტულ ადგილას იკრიბება. მათ ხვდება "კონტრაბანდისტი", რომელიც მონაწილეებს გარკვეულ რჩევას აძლევს, თუ როგორ მოერიდონ ისეთ ადგილებს, სადაც ყველაზე მეტი ობობა, გველი და შხამიანი მცენარეა; ხელმძღვანელი მონაწილეებს რამდენიმე ინსტრუქციას აცნობს. ამის შემდეგ ის მათ ტოვებს და ნამდვილი გართობა იწყება.

პარკი რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული და ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რელიეფით გამოირჩევა.

იმისათვის, რომ ტურისტებმა დანიშნულების ადგილს მიაღწიონ, უამრავი დაბრკოლების გადალახვა და დიდი მანძილზე ხოხვით სიარული უწევთ. თუკი ტურისტებს სწორი მიმართულება აერევათ, მათ გიდები ეხმარებიან. მონაწილეები შედიან გვირაბებში, ჩანჩქერებში, ისვრებიან ტალახში, სველდებიან წყალში, ცდილობენ მოერიდონ ქვეწარმავლებსა და პოლიციელებს.

თუკი რომელიმე მათგანს პოლიციელი შეამჩნევს, ისევე ეპყრობა, როგორც დამნაშავეს; პარკის თანამშრომლები თავიანთ როლს იმდენად კარგად თამაშობენ, რომ "დაკავების" დროს ზოგიერთ ტურისტს ავიწყდება, რომ ეს თამაშია და ტირილს იწყებს.

მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს