"პეტამ" პორნო-საიტი ჩაუშვა

"პეტამ" პორნო-საიტი ჩაუშვა

ცხოველთა უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-მ საკუთარი პორნო-საიტი peta.xxx ჩაუშვა.

"პეტა" ცნობილია სკანდალური პიარ-კამპანიებით. მის ბილბორდებზე არაერთხელ გამოჩენილან შიშველი პორნო ვარსკვლავები და ჰოლივუდის წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებას ცხოველის ბეწვზე უარის თქმას მოუწოდებდნენ.

"ეს საიტი ერთ-ერთ ყველაზე უცენზურო ვიდეოს შეიცავს, რომელიც კი ოდესმე მინახავს", - აცხადებს პორნო-მაგნატი რომ ჯერემი.

საიტზე განთავსებულ ვიდეოებში მსახიობები ცხოველთა დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

შიშველი მოდელები საიტის მომხმარებლებს ძაღლებისა და კატების სტერილიზაციისკენ, ვეგეტარიანელობისკენ და ბეწვზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.

peta.xxx-ზე განთავსებულ ვიდეოებში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობაც არის აღბეჭდილი. 

მომზადებულია drunov.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს