რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს "ქართული ოცნების" მაისური საჯაროდ საჩუქრად გადასცეს. ნიკოლეიშვილი ჩოხატაურის მოსახლეობას ხვდებოდა, როცა კოალიციის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა მამუკა ცინცაძემ მინისტრს მაისური და გაზეთი გადასცა. საჩუქრისთვის ნიკოლაიშვილმა ოპონენტს მადლობა გადაუხადა.
ამის შემდეგ მინისტრს კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიძინა გუჯაბიძემ ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რატომ არ იყო წყალი ჩოხატაურში, როცა 3 მლნ ლარი წყლის რეაბილიტაციისთვის დავით ბაქრაძის სიმამრს, ლერი მეტრეველს გადაეცა.