ჩინეთის კაფე-ბარებში იყიდება ნაყინი, რომელიც არ დნება. ეს ჩვეულებრივი ვანილის ნაყინია ყვითელი ჟელატინით.
იაპონური საიტის RocketNews24-ის ჟურნალისტმა, რომელიც მსოფლიოში უჩვეულო ფაქტებს სწავლობს, ექსპერიმენტი ჩაატარა: მან ნაყინი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, ღია ცის ქვეშ, სკვერში ცხელ ტროტუარზე დადო. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ნაყინი მზის გულზე იდო და დნობის ნიშანიც არ ეტყობოდა.
3 საათის შემდეგ ჟურნალისტმა გადაწყვიტა, ნაყინი დაეგემოვნებინა. როგორც კი ნაყინს ყვითელი ჟელატინი მოაშორა, ხელში მხოლოდ ცხელი, წებოვანი ვანილის წვენი შერჩა.
მომზადებულია odditycentral.com- ის მიხედვით.
ასევე იხილეთ: მაიამიში ნაყინს სტრიპტიზის მოცეკვავეები ყიდიან