იაპონურმა კომპანიამ "აიფონ-ლეკვი" შექმნა

 იაპონურმა კომპანიამ "აიფონ-ლეკვი" შექმნა

უახლოეს მომავალში შესაძლოა, სმარტფონი iPhone-ი ოჯახის ნამდვილი წევრი გახდეს - იაპონურმა კომპანია Bandai-მ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრონული სათამაშოს Tamagotchi-ს შემქნელია, ახალი პროდუქტი SmartPet-ი გამოუშვა.

SmartPet ითარგმნება როგორც "ჭკვიანი შინაური ცხოველი". ეს არის პატარა ძაღლის ფორმის მოწყობილობა, რომელსაც თავის ნაცვლად "აიფონი" აქვს დამონტაჟებული.

სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელსაც მომხმარებელი საკუთარ ტელეფონში ჩატვირთავს, "აიფონ-ლეკვი" პატრონის ყველა ბრძანების შესრულებას შეძლებს.

მას აქვს სიარულის, ყეფის, თამაშის, ჯდომისა და სხვა ფუნქცია.

ასეთი ელექტრონული ლეკვი სახლში არ მოისაქმებს, გაართობს პატრონს და ამასთან, საკმაოდ იაფიც ჯდება. "აიფონ-ლეკვს" ელემენტების გამოცვლა თვეში ერთხელ სჭირდება. მისი ღირებულება სულ რაღაც 100 დოლარს შეადგენს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს