Travelers Digest - მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები კიევში ცხოვრობენ

Travelers Digest - მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები კიევში ცხოვრობენ

ონლაინ ჟურნალმა Travelers Digest-მა მსოფლიოს 10 ქალაქი წარმოადგინა, სადაც ლამაზი ქალები ცხოვრობენ.

მამაკაცების უმრავლესობა ამბობს, რომ კიევის ქუჩებში ყოველ ნაბიჯზე მოდელები დადიან. ჟურნალმა უკრაინელი ქალები ყველაზე ლამაზებად დაასახელა.

"უდავოა, კიევი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალებით არის დასახლებული. გარდა ფიზიკური სილამაზისა, ისინი ძალიან განათლებულნი არიან და ყოველთვის მზად არიან, ისაუბრონ ლიტერატურასა და ფილოსოფიაზე", - წერია ჟურნალში.

რეიტინგში მეორე ადგილი შვედეთის დედაქალაქმა სტოკჰოლმმა დაიკავა. "შვედები ნამდვილად ძალიან ლამაზები არიან. თითქმის ყველა მათგანი მაღალი და ტანადია", - ასე დაახასიათა ჟურნალმა შვედი მანდილოსნები.

ნუსხაში მესამე ადგილი ნიუ-იორკმა დაიკავა.

ქალაქების რეიტინგი, სადაც ყველაზე ლამაზი ქალები ცხოვრობენ, ასე გამოიყურება:

1. კიევი, უკრაინა.

2. სტოკჰოლმი, შვედეთი.

3. ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები.

4. ბუენოს-აირესი, არგენტინა.

5. ვარნა, ბულგარეთი.

6. მოსკოვი, რუსეთი.

7. თელ-ავივი, ისრაელი.

8. ამსტერდამი, ჰოლანდია.

9. სეული, სამხრეთ კორეა.

10. მონრეალი, კანადა.

მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს