შოტლანდიელმა სხვენში რემბრანდტის ნახატი იპოვა

შოტლანდიელმა სხვენში რემბრანდტის ნახატი იპოვა

შოტლანდიის მაცხოვრებელმა საკუთარი სახლის სხვენში, კარადაში შენახული რემბრანდტის ნახატი იპოვა. ნამუშევარი შავი ესკიზია, რომელიც პასტელითაა შესრულებული და მასზე ბრმა მათხოვარი  ძაღლით არის გამოსახული.

მამაკაცი დაეჭვდა, რომ ნაპოვნი ნახატი შესაძლოა, ცნობილი მხატვრის ნახელავი ყოფილიყო. იგი აუქციონის სახლ Christie's-ის ექსპერტებს დაუკავშირდა, რომლებმაც  ესკიზის უტყუარობა დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის გრავიურის კაბინეტში უკვე მრავალი წელია ამავე სიუჟეტით ნამუშევარი ინახება, რომლის ავტორობასაც რემბრანდტს მიაწერდნენ. ახლა ცნობილი გახდა, რომ ის მხოლოდ ასლია.

შოტლანდიელის სახლის სხვენში XVII საუკუნის დიდი ოსტატის ნამუშევრის გარდა, კიდევ ხუთი ნახატი იპოვეს. სპეციალისტების აზრით, მისი ავტორები რემბრანდტის მოსწავლეები არიან. ყველა ნამუშევარს ივლისის დასაწყისში აუქციონზე გამოფენენ. "ბრამა მათხოვარის" ღირებულება წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 80 000 ფუნტი სტერლინგია.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს