დიდი ბრიტანეთის რკინიგზაში იტალიელი ტენორის, ლუჩიანო პავაროტის ორეული, 61 წლის კოლინ მილერი მუშაობს.
მილერი მგზავრთა განწყობის ამაღლებაზე ზრუნავს და როდესაც სტაფორდშირის სადგურზე მგზავრები მატარებლის ჩამოდგომას ელოდებიან, ხშირად მღერის იმპროვიზირებულ ნაწყვეტებს Nessun Dorma-დან. სადგურის დაცვის თანამშრომელი ამბობს, რომ კოლინს ტენორივით ძლიერი ხმა არ აქვს, თუმცა საკმაოდ კარგად მღერის.
სამაგიეროდ, ლუჩიანოსთან გარეგნული მსგავსების წყალობით, მილერს მგზავრების რიგი უდგას, რომლებსაც მასთან ფოტოს გადაღება სურთ.
კოლინ მილერი გადაღებულია რამდენიმე სატელევიზიო რეკლამაში, მათ შორის გაზიანი სასმელის - Tizer-ის რეკლამაში. ამ რეკლამის მიხედვით დამზადებული ბანერი მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 500 ავტობუსს ამშვენებდა.




მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo