ფარერის კუნძულებს არც ბუნებრივი რესურსები გააჩნია და არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მაგრამ ტურისტებს მაინც იზიდავს. ეს ფერადოვანი დასახლებების დამსახურებაა.
სოფლის სახლები კაშკაშა ფერებითაა მოხატული. შეხვდებით ისეთ სახურავებსაც, რომელზეც ბალახია დაფენილი. შენობებს ერთმანეთთან ძალიან ახლოს აშენებენ - დაგეგმარების ამ პრინციპის საშუალებით სიმყუდროვე ნარჩუნდება. სახლის გადაღებვამდე მეზობლები ერთმანეთს საღებავის ფერებს უთანხმებენ. მთელი წლის განმავლობაში სახლებისგან მოშორებულ მინდვრებს ტალღები ეპატრონება.
კუნძულებზე 50 000 ადამიანი ცხოვრობს - ტერიტორია მწვანეშია ჩაფლული. ფარერის კუნძულები განსაკუთრებით მიმზიდველი ზაფხულშია და ტერიტორიას უამრავი ტურისტი სწორედ ამ დროს სტუმრობს.
ფარერის კუნძულებზე მოსახლეობა თავს თევზის რეწვით ირჩენს. ექსპორტის 80% თევზის ინდუსტრიაზე მოდის. რეგიონში ტურიზმი რიგით მეორე ინდუსტრიაა.






იხილეთ ვიდეო: ფარერის კუნძულების ზღაპრული ფერადი სოფლები
მომზადებულია amusingplanet.com- ის მიხედვით.