კომპანია Procter & Gamble-მა ლონდონში სააგენტო DebutArt-ის მხატვრების ნახატების ფოტოგამოფენა გახსნა. სურათები დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩის ჭუჭყიან კედლებზე თითით არის დახატული.
გამოფენას "დავეხმაროთ ლონდონს საუკეთესოდ გამოიყურებოდეს" (Helping London Look Its Best) ჰქვია და იგი Procter & Gamble-ის კამპანია "დედაქალაქის გენერალური დასუფთავების" (Capital Clean Up) ფარგლებში გაიხსნა.
Procter & Gamble-მა ლონდონის მერის, ბორის ჯონსონის მხარდაჭერით ქალაქი დაასუფთავა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა დაახლოებით 10 კვადრატული მილი (2,5 ჰექტარი) გაწმინდეს.
DebutArt-ის მხატვრები "გენერალური დასუფთავების" ფარგლებში კედლებზე ხატავდნენ. ნახატების შექმნის პროცესი ვიდეოთი გადაიღეს, მოგვიანებით აქციის ვიდეორგოლები კამპანიის პრომო-საიტზე განთავსდება.
მომზადებულია Campaign-ის მიხედვით.