გერმანელი მოსწავლეების ნახევარზე მეტმა არ იცის, რომ მესამე რეიხი დიქტატურული რეჟიმი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები არაერთხელ მიჰყავთ საკონცენტრაციო ბანაკების მოსანახულებლად, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა საკუთარი ქვეყნის წარსული არ იცის.
კვლევის ავტორებმა დაახლოებით 7 500 სკოლის მოსწავლე (15 წლიდან ზევით) გამოკითხეს. მოსწავლეების მხოლოდ მესამედმა იცოდა, რომ მესამე რეიხი დიქტატურული რეჟიმი იყო. გამოკითხული თინეიჯერების 50%-ზე მეტმა კი არ იცოდა, რომ აღმოსავლეთ გერმანიას კომუნისტები მართავდნენ.
მოსწავლეთა უცოდინრობა დეტალურად აღწერილია გამოკვლევაში "დიქტატურის ბოლო გამარჯვება?", რომელიც ბერლინში Free University-ს მკვლევარებმა მიმოიხილეს.
"ეს აღმაშფოთებელია! ბავშვებმა საკუთარი ქვეყნის წარსული არ იციან. საჭიროა, სკოლებში ამ კუთხით მუშაობა გააქტიურდეს", - განაცხადა გამოკვლევის ავტორმა კლაუს სშროედერმა.
მომზადებულია dailymail.co.uk- ის მიხედვით.