მწყემსი, რომელიც კაბალი-მსხალგორის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე ხრამში გადავარდა, სამაშველო ჯგუფს ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდა.
სოფელ კაბალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, ჯემალ ნიაზოვის განცხადებით, 47 წლის საიათ ალაზოვი საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც მოულოდნელად ხრამში გადავარდა. ის ორი დღის განმავლობაში ცოცხალი იყო, თუმცა მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლა მიუვალი ადგილების გამო დროულად ვერ შეძლეს.