ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორმა, არტო ინკალამ მსოფლიოში ყველაზე რთული თავსატეხი შექმნა. ფინელი მათემატიკოსის შედგენილი სუდოკუს ამოხსნა მის გარდა, ვერავინ შეძლო.
მათემატიკოსის სუდოკუს სირთულის რეიტინგში ყველაზე მაღალი ქულა - 11 მიენიჭა. მისი შემქმნელის განცხადებით, თავსატეხის ამოხსნას მხოლოდ ის ადამიანები შეძლებენ, ვისაც ექსტრაორდინალური გონება აქვს.
ყველაზე რთულ სუდოკუში ჩვეულებრივი, სტანდარტული წესები მოქმედებს - უჯრების 9 რიგი 1-დან 9-მდე ციფრებით უნდა შეივსოს ისე, რომ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ რიგებში, არცერთი მათგანი არ გამეორდეს.
პროფესორის თქმით, ამ თავსატეხის ლოგიკურად ამოხსნა შეუძლებელია. ადამიანმა ყოველი სვლის შემდეგ რამდენიმე შედეგი წინასწარ უნდა განსაზღვროს.
მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.