ავსტრიაში, ქალაქ გრაცისთან ახლოს მდებარე სოფელში ოჯახი ცხოვრობს, რომელმაც პლასტმასის ნივთებზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ჯანმრთელობისთვის საზიანო საკვებზე უარი თქვა და შესაბამისად, "მწვანე გმირების" სტატუსი მოიპოვა.
თანამედროვე ეპოქაში, კომპიუტერისა და მობილურის გარეშე ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია, მაგრამ აი, უკვე რამდენიმე წელია, ფიზიოთერაპევტი სანდრა კრაუტვასჩლი მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ამ ნივთების გარეშე შესანიშნავად ცხოვრობს.
მან წიგნიც კი დაწერა სახელწოდებით "პლასტმასისგან თავისუფალი ზონა", რომელშიც აღწერა, თუ როგორ ცხოვრობს ის და მისი ოჯახი პლასტმასის ნაკეთობების გარეშე. თავდაპირველად, მათ სახლი პლასტმასის ნივთებისგან გაათავისუფლეს და სამახსოვრო ფოტოც კი გადაიღეს - ფოტოზე ოჯახის ყველა წევრი სახლის წინ დგას და ნაგავში გადასაყრელი პლასტმასის ნივთები ეზოშია გამოტანილი; შემდეგ შეიძინეს ხის კბილის ჯაგრისები, საკვების შესანახად კი ლითონის, შუშის ჭურჭელს, ან სუფთა ქაღალდს იყენებენ.
"ხალხი ფიქრობს, რომ ჩვენ ქვის ხანის ადამიანებივით ვცხოვრობთ, მაგრამ ეს ასე არაა! დამიჯერეთ, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს", - ამბობს სანდრა.
იხილეთ ასევე: "ფრანგი ქალბატონები საცხოვრებლად გამოქვაბულში გადავიდნენ"
მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.