შეკვეთილში ახალი საგზაო ნიშნები გამოჩნდა - წითლად შემოხაზული ხუთიანი და წითელი საყვირი. რას განმარტავენ ეს ნიშნები, სპეციალისტებმა არ იციან. წითლად შემოხაზული ხუთიანი "ნაციონალების" საარჩევნო ნიშანს გავს.
მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლება დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში არ არის. ამ ე.წ. საგზაო ნიშნის იქით, მდინარეა. ამ გზაზე ამჟამად ავტობანის მშენებლობა მიმდინარეობს. ნიშნების დანიშნულება არც ობიექტზე დასაქმებულმა მუშებმა იციან.