ნიუ-ჯერსელმა ავტოდილერმა ზენოპ ტუნჩერმა აღმოაჩინა, რომ რარიტეტული ავტო, რომელიც მისმა კლიენტმა, მშენებელმა ფრედ დაიბესმა აუქციონზე 180 000 დოლარად შეიძინა, სპეციალურად მესამე რეიხის დაკვეთით შეიქმნა.
ავტოდილერმა მოულოდნელი აღმოჩენა მას შემდეგ გააკეთა, რაც დაიბესმა მას შესაკეთებლად ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე ნაყიდი 1942 წლის Mercedes 320 Cabriolet D-ი მიუყვანა.
საჭირო დეტალების ძიებაში ავტოდილერმა ავტომობილის მწარმოებელ კომპანიას რამდენჯერმე დაურეკა. როდესაც კომპანიაში მომუშავე სპეციალიტებმა მათი "ქმნილების" სერიული ნომერი შეიტყვეს, ტუნჩერს გაოცებულებმა განუცხადეს, რომ ეს ჰიტლერის ავტომობილი იყო.
Mercedes-მა დაადასტურა, რომ რარიტეტული სატრანსპორტო საშუალება ერთ-ერთი იყო იმ რვა ავტომობილს შორის, რომლებიც საგანგებოდ ფიურერისა და მისი უახლოესი სამხედრო მეთაურებისთვის დამზადდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ კაბრიოლეტით ჰიტლერის ერთ-ერთი გენერალი სარგებლობდა, ხოლო თავად ფიურერი Mercedes 770-ს ანიჭებდა უპირატესობას.
უნიკალური ავტომობილი ევროპიდან აშშ-ში ერთ-ერთი ამერიკელი მეზღვაურის ძალისხმევით აღმოჩნდა, რომელმაც ის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, შენიღბვის მიზნით, გადაღება და აშშ-ში ოკეანით გაგზავნა.
კაბრიოლეტი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩიკაგოს ერთ-ერთი სახლის სარდაფში ინახებოდა, ვიდრე ვეტერანი მეზღვაურის შვილიშვილმა მისი ინტერნეტ-აუქციონზე გატანა არ გადაწყვიტა.
ავტომობილის ახალ მფლობელს, ფრედ დაიბესს ავტომობილის 1,5 მლნ დოლარად გაყიდვას სთავაზობენ, თუმცა ის ამაზე უარს აცხადებს.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.