სპორტსმენები ლონდონის ოლიმპიადის რეკლამისთვის გაშიშვლდნენ

სპორტსმენები ლონდონის ოლიმპიადის რეკლამისთვის გაშიშვლდნენ

ჟურნალმა ESPN-მა მორიგი ჩანართი გამოაქვეყნა, სახელწოდებით - Bodies We Want, რომლისთვისაც სპორტის ვარსკვლავებმა შიშველი ფოტოები გადაიღეს. გამოცემის ფურცლებზე თითქმის ყველა სახეობის სპორტის წარმომადგენლის ფოტოა გამოქვეყნებული - ფეხბურთელებიდან დაწყებული ფრენბურთელებით დამთავრებული. ყველას იდეალური სხეული აქვს და ლონდონის ოლიმპიადას რეკლამას უკეთებენ.

ფოტოსესიის ყველა მონაწილე ფოტოების გადაღებისას თავს კომფორტულად არ გრძნობდა.

"ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ამ ფოტოსესიაში გადამიღეს. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი ყოველდღიური ვარჯიშის შედეგი",- ამბობს აშშ-ის ქალთა ფრენბურთის ნაკრების ლიდერი მეგან ჰოჯი.

წლევანდელი გამოცემისთვის 27 ცნობილი სპორტსმენი გაშიშვლდა.

აშშ-ს ფრენბურთელთა ნაკრები

ფეხბურთელი რობ გრონკოვსკი

კალათბურთელი ტაისონ ჩენდლერი

ფეხბურთელი კარლოს ბოკანეგრა

ტანმოვარჯიშე  დანელ ლეივა

ფეხბურთელი მაურის ჯონს-დრიუ

სერფინგისტი მაია გაბერა

ჰოკეისტი ბრედ რიჩარდსი

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი რონდა როუზი

მსუბუქი ათლეტი უოლტერ დიკსი

ჩოგბურთელი დანიელა ხანტუჩოვა

ბეისბოლისტი ხოსე ბატისტა

კალათბურთელი კენდეს პარკერი

ფეხბურთელი ები უომბახი

მომზადებულია People-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს