თაფლობის თვის ფოტოებმა სამეფო წყვილი განარისხა

თაფლობის თვის ფოტოებმა სამეფო წყვილი განარისხა

ინტერნეტში პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის თაფლობის თვის ფოტოები გავრცელდა. ფოტოები პირველად ავსტრალიურმა ჟურნალმა Woman's Day-მ დაბეჭდა. ამ ფაქტმა სამეფო ოჯახის უკმაყოფილება გამოიწვია. ქეით მიდლტონმა და პრიცნმა უილიამმა განაცხადეს, რომ ძალიან "ნაწყენები არიან".

2011 წლის მაისში, თაფლობის თვის აღსანიშნად, ქეითი და უილიამი სეიშელის კუნძულებს ეწვივნენ. გამგზავრებამდე სამეფო ოჯახმა პაპარაცებს სთხოვა, პატივი ეცათ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისთვის და არ შეეწუხებინათ ახალდაქორწინებულები.

ეს შეთანხმება ზუსტად ერთი წლის შემდეგ დაირღვა. ჟურნალმა ქეითის და უილიამის 15 ფოტო გამოაქვეყნა.

ფოტოები სანაპიროზეა გადაღებული, სადაც უილიამი "შორტებში", ხოლო ქეით მიდლტონი საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი.

სამეფო წყვილს ფოტოების გამოქვეყნებაზე Woman's Day-სთვის თანხმობა არ მიუცია.

"პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს სურდათ, თაფლობის თვე ჟურნალისტების ყურადღების გარეშე გაეტარებინათ. ეს თანხმობა ჟურნალმა დაარღვია", - აცხადებს წყარო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პაპარაცები სამეფო ოჯახს პრობლემებს უქმნიან. 2008 წელს პრინცი ჰარის უსაფრთხოებისთვის აკრძალული იყო ინფორმაციის გავრცელება, რომ პრინცი ავღანეთში მსახურობდა. როგორც კი ინფორმაცია ჟურნალებში მოხვდა, პრინცი შინ დააბრუნეს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს