ალ კაპონეს ავტომობილი აუქციონზე იყიდება

ალ კაპონეს ავტომობილი აუქციონზე იყიდება

აშშ-ის კრიმინალური სამყაროს შეფის, ალ კაპონეს საყვარელი ავტომობილი - Cadillac V-8 Town Sedan გასაყიდად გამოაქვთ.

მაშინ, როდესაც ცნობილი განგსტერი ამ მანქანით დადიოდა, აშშ-ში ყველა კამათი ავტომატების დახმარებით წყდებოდა, თუმცა მანქანას ეს არ ეტყობა.

ალ კაპონემ ის სპეციალურად შეუკვეთა და მოითხოვა, რომ ტყვიაგაუმტარ შუშებში 2.5 სმ-ის სისქის დირე დაეტოვებინათ, რათა საჭიროების შემთხვევაში, იარაღის სროლა მანქანიდანვე შეძლებოდა.

ალ კაპონემ "კადილაკი" არა მხოლოდ 4 საბურავიან "ტანკად" აქცია, არამედ მისი მწვანედ შეღებვა მოითხოვა. ეს შეფერილობა კრიმინალური სამყაროს თავკაცს შემთხვევით არ აურჩევია - იმ დროს პოლიციის მანქანებიც მწვანე იყო. კაპონემ მანქანას ციმციმები და პოლიციის რადიოც დაუმონტაჟა.

ლოტის ფასი ნახევარი მლნ დოლარია, თუმცა მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, ავტომობილი გაცილებით ძვირად გაიყიდება.

საქმე ის არის, რომ ეს "კადილაკი" ალ კაპონეს გარდა, მეორე მსოფლიო ომის დროს პრეზიდენტ რუზველტს იცავდა. იმ დროს თეთრი სახლის ბინადარს კონგრესის ნებართვის გარეშე უფლება არ ჰქონდა, 750 დოლარზე მეტი ღირებულების ტრანსპორტი შეეძინა, ხოლო ეს დაჯავშნული მანქანა გაცილებით ძვირად ფასობდა. ასე რომ, დაპატიმრებული ალ კაპონეს ლიმუზინი რუზველტს ძალიან გამოადგა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს