ტკბილეულის დეგუსტატორი სამსახურიდან ზედმეტი წონის გამო წამოვიდა

ტკბილეულის დეგუსტატორი სამსახურიდან ზედმეტი წონის გამო წამოვიდა

Nestle-სა და Mars-ის ტკბილეულის მთავარი დეგუსტატორი, ანგუს კენედი სამსახურიდან ზედმეტი წონის გამო წამოვიდა.

47 წლის კენედი, რომელიც მეიდსთოუნში ცხოვრობს, ტკბილეულის დეგუსტატორად 2010 წლიდან მუშაობდა და გასამრჯელოდ 30 000 ფუნტ-სტერლინგს იღებდა. 

მის მოვალეობაში შედიოდა Nestle-სა და Mars-ის ახალი პროდუქტის მანამდე გასინჯვა, სანამ ტკბილეული მასიურ წარმოებაში ჩაეშვებოდა. გარდა ამისა, კენედი ჟურნალ Kennedy´s Confection-ში  ტკბილეულზე სტატიებს აქვეყნებდა. ამ გამოცემაში დეგუსტატორი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ბოლო წლებში ანგუსს ყოველთვიურად 200-მდე ახალი პროდუქტის შემოწმება უწევდა.

ტკბილეულის მთავარი დეგუსტატორი 15 კგ-ით გასუქდა, ხოლო სისხლში ქოლესტერინის დონემ ნორმას რამდენჯერმე გადააჭარბა. ექიმებმა ტკბილეულის ექსპერტი გააფრთხილეს, რომ თუ სამსახურს არ მიატოვებდა, მისი ცხოვრება გულის შეტევით დასრულდებოდა.

5 შვილის მამამ გადაწყვიტა არ გაერისკა და სამსახური მიატოვა. კენედიმ რაციონიდან მთლიანად ამოიღო ტკბილეული და ვარჯიში დაიწყო. ახლა ტკბილეულზე მხოლოდ წიგნებს წერს. 

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს