ობამას ესკორტის წევრი მიშელ ობამას მოკვლით იმუქრებოდა

ობამას ესკორტის წევრი მიშელ ობამას მოკვლით იმუქრებოდა

პოლიციელს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ესკორტის შემადგენლობაში შედის, მიშელ ობამას მოკვლის სურვილში ედება ბრალი. ბრალდებული ადმინისტრაციულ სამუშაოზე გადაიყვანეს, მაგრამ ჯერ არ დაუპატიმრებიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 11 ივლისს, პოლიციელმა თანამშრომლების წრეში განაცხადა, რომ პირველი ლედის მოკვლა უნდა. შემდეგ მან კოლეგებს მობილურით იმ ცეცხლსასროლი იარაღის ფოტო აჩვენა, რომლის გამოყენებასაც აპირებდა. საუბარის შესახებ პოლიციელებმა ხელმძღვანელობას შეატყობინეს.

ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გვენდოლინ კრამპმა დაადასტურა, რომ ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს