ქართველმა არქიტექტორმა "ლუის ვიუტონის" გაყალბებული დიზაინით პრეზერვატივი შექმნა

ქართველმა არქიტექტორმა "ლუის ვიუტონის" გაყალბებული დიზაინით პრეზერვატივი შექმნა

"ტვიტერში" ფოტოები გავრცელდა, რომლის მიხედვით, ფრანგული მოდის ბრენდი "ლუის ვიუტონი" (Louis Vuitton) პრეზერვატივების ხაზს უშვებს.

პრეზერვატივი შეფუთულია Vuitton-ის დამახასიათებელ ყავისფერ მასალაში და დამშვენებულია ლოგოთი " LV" . პრეზერვატივის ღირებულება 68 დოლარია.

თუმცა, ეს პრეზერვატივები არა "ლუის ვიუტონის" მოდის სახლს, არამედ ქართველ არქიტექტორს, ირაკლი კიზირიას ეკუთვნის.

როგორც დასავლური პრესა წერს, პრეზერვატივები არ იყიდება "ლუის ვიუტონის" მაღაზიებში, რადგან ირაკლი "ლუის ვიუტონის" კომპანიასთან არ თანამშრომლობს.

ვებსაიტი Huffington Post ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირაკლი კიზირია პრეზერვატივების ყალბი დიზაინის შესაქმნელად Design Provocation-თან თანამშრომლობდა და შემოსული თანხის შიდსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხვას აპირებდა.

"ლუის ვიუტონის" ოფიციალურ წარმომადგენელს ამ ფაქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მომზადებულია telegraph.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს