ბრიტანელი ქალი დღეში 25 ლიტრ წყალს სვამს

ბრიტანელი ქალი დღეში 25 ლიტრ წყალს სვამს

ინგლისის საგრაფო ესექსში მცხოვრები 2 შვილის დედა, 26 წლის საშა კენედი დღეში 25 ლიტრ წყალს სვამს.

საშა წყლის გარეშე მხოლოდ 1 საათს ძლებს. ახალგაზრდა ქალის თქმით, წყლის დალევის სურვილი ღამითაც არ ასვენებს. საშას უცნაურ მიდრეკილებას "წყლის ნარკომანია” ქვია. საშას ყველგან წყლის ბოთლებით სავსე ჩანთა დააქვს. უჩვეულო მიდრეკილების გამო, ის შხაპს დღეში 40-ჯერ იღებს.

მას წყურვილის გამუდმებული გრძნობა 2 წლის ასაკიდან აქვს. ბავშვობაშიც კი მშობლებს გამუდმებით წყალს სთხოვდა. ექიმთანაც მიიყვანეს, მაგრამ საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა. თუმცა, საშას მდგომარეობა უარესდებოდა; 6 წლის ასაკში მისი საძინებელი წყლის ბოთლებით იყო სავსე. როგორც საშა იხსენებს, ბავშვობაში მისი მეგობრები თამაშით ერთობოდნენ, ის კი სულ წყლის შადრევანთან იდგა.

"გამუდმებით მწყურია და ამ დროს კონცენტრაციის მოხდენა მხოლოდ წყალზე შემიძლია. ამ ჩვეულების გამო, მხოლოდ 1 საათი და 15 წუთი მძინავს", - ამბობს საშა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს