ინდოეთში ქალებს სიყვარულით გათხოვება აეკრძალათ

ინდოეთში ქალებს სიყვარულით გათხოვება აეკრძალათ

ინდოეთში, შტატ უტარ პრადეშის სოფელ ასარის ხელმძღვანელობამ უცნაური კანონი მიიღო - ქალებს სიყვარულით გათხოვება ეკრძალებათ. ყველა წყვილს, რომელიც სიყვარულით დაქორწინდება, სოფლიდან გააძევებენ.

სოფელში ქალებისთვის კიდევ რამდენიმე წესი მოქმედებს. მაგალითად, სუსტი სქესის 40 წელს გადაცილებულ  წარმომადგენლებს საჯარო ადგილებში მამაკაცის გარეშე გამოჩენა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ისინი სახლიდან თავსაბურავის გარეშე არ უნდა გამოვიდნენ.

თავად სოფლის მმართველებმა მათი გადაწყვეტილება ქალების უსაფრთხოებაზე ზრუნვით გაამართლეს.

ინდოეთის მთავრობაში იდიოზური გადაწყვეტილების კანონიერებას ადგენენ. აღსანიშნავია, რომ სოფელი ასარი ნიუ-დელიდან 40 კმ-ით არის დაშორებული.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს