ახალ გვინეაში 29 კანიბალი დააკავეს

ახალ გვინეაში 29 კანიბალი დააკავეს

პაპუა ახალი გვინეას პოლიციამ პროვინცია მადანგში 29 ადამიანი დააპატიმრა, რომლებსაც კანიბალიზმში ედებათ ბრალი. პოლიციის კომისრის, ენტონი ვაგამბის თქმით, ბრალდებულებმა აღიარეს, რომ შვიდი ადამიანი მოკლეს და შეჭამეს.

"ბრალდებულები დარწმუნებულნი არიან, რომ ცუდი არაფერი უქნიათ, მათ ნამოქმედარი ღიად აღიარეს",- ყვება პოლიციელი. მისი თქმით, მკვლელებს სჯერათ, რომ საკუთარი მსხვერპლის უმი ტვინის და მათი ორგანოებით დამზადებული წვნიანის ჭამით "ტყვია ვეღარაფერს დააკლებთ".

სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ კანიბალიზმს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის შიდა რაიონების 1000-მდე მაცხოვრები მისდევს.

ამჟამად დამნაშავენი დაკავებულნი არიან, მაგრამ პოლიცია კანიბალების ძიებას აგრძელებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს