სავაჭრო ობიექტების შემდეგ ბათუმში გასართობი ცენტრები და ბარ რესტორნებიც ამცირებენ ფასებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველა მოქმედი ბარ-რესტორანი წელს კლიენტების მოზიდვას ხელმისაწვდომი ფასებით შეეცდება. კერძოდ, იაფი დასვენების კამპანიის ფარგლებში, დამსვენებლებს წელს გასართობ ცენტრებში წინა წელთან შედარებით 10- 15%-ით დაბალი ფასები დახვდება.
იაფი დასვენების პროგრამის ფარგლებში ბათუმის ბულვარში შეზლონგები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გაქირავდება, სავაჭრო ობიეტებში კი ფასები საბაზრო ღირებულების ანალოგიური იქნება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9