ამერიკელმა 42 წლის წინ მოპარული ავტომობილი იპოვა

ამერიკელმა 42 წლის წინ მოპარული ავტომობილი იპოვა

ამერიკის შტატ ტეხასის მკვიდრმა, რობერტ რასელმა საკუთარი, მოპარული ავტომობილი 42 წლის შემდეგ იპოვა.

მამაკაცის თქმით, ფილადელფიაში მისი 1967 წლის Austin Healey ავტოფარეხიდან მოიპარეს.

ავტომობილი რასელმა აუქციონ eBay-ს ინტერნეტ-გვერდზე იპოვა. მან აღმოაჩინა, რომ მის ავტომობილს ლოს-ანჯელესში აუქციონზე  23 000 დოლარად ყიდდნენ. რასელს ავტომობილის გასაღების ორიგინალი ჰქონდა შენახული და გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ კანონით მანქანა მას ეკუთვნოდა.

ამერიკელმა პოლიციას მიმართა, პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილის გატაცების შესახებ მისი დაწერილი ძველი განცხადება მოძებნეს. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე დაუბრუნეს რასელს დანაკარგი.

ავტომობილის მფლობელი ამბობს, რომ მანქანა ახლაც "კარგ ფორმაშია" და მხოლოდ სამუხრუჭე სისტემის შეკეთება სჭირდება.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს