გერმანიაში ქალებისთვის ცალკე პარკინგი გაიხსნება

გერმანიაში ქალებისთვის ცალკე პარკინგი გაიხსნება

მანდილოსნებს მანქანის პარკირება უჭირთ და ამის გამო მამაკაც მძღოლებთან კონფლიქტი ხშირად აქვთ. გერმანიაში მიიჩნევენ, რომ მანქანის დასაყენებლად ქალებს ცალკე ტერიტორია უნდა ჰქონდეთ.

საკურორტო ქალაქ შვარცვალდის მერიაში ქალბატონებისთვის ”მარტივი პარკირების ადგილი” გამოყვეს.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე სპეციალური სიმბოლოებია აღნიშნული, რომელიც მამაკაცებსა და მანდილოსნებს მიუთითებს, რა ადგილას გააჩერონ მანქანა. ქალებისთვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე ავტომობილების შორის სივრცე უფრო ფართოა.

ქალაქის მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან მამაკაცები პარკირებისას უფრო მოხერხებულები არიან, ვიდრე ქალები.

მომზადებულია consumerist.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს