სტრიპტიზი შესაძლოა, სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდეს

სტრიპტიზი შესაძლოა, სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდეს

ძელთან ცეკვის საერთაშორისო ორგანიზაცია სპორტსმენებს მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის ამზადებს.

სტრიპტიზი, შესაძლოა, სპორტის ოლიმპიური სახეობა გახდეს. ამის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში განცხადება უკვე შეტანილია და მას 4000-მდე ადამიანი აწერს ხელს. ძელთან ცეკვამ ყველა ის სტანდარტული მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რასაც ოლიმპიური კომიტეტი სპორტის სხვა სახეობისგან ითხოვს.

"ძელთან ცეკვით მილიონობით ადამიანია გატაცებული და ეს ფაქტი არ უნდა უარყოს სპორტის ფედერაციამ", - აცხადებენ ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები.

ბოძზე ცეკვის საერთაშორისო ფიტნეს-ასოციაციის დირექტორის, ტიმოტი ტრაუტმანის განცხადებით,  მთავარი მიზანი სტრიპტიზის მოცეკვავეებისადმი არსებული სტერეოტიპების დანგრევაა.

მისი თქმით, სტრიპტიზის მოცეკვავეებს აქვთ ყველა მონაცემი იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე წარადგინონ.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს