გიგანტური ბოულინგი

გიგანტური ბოულინგი

ტრადიციული ბოულინგი მომაბეზრებელი გახდა და აშშ-ში მისი ახალი ვერსია მოიგონეს.

Human Bowling Ball - ასე ჰქვია ბოულინგის ახალ სახეობას, როცა ბურთში თავად ადამიანი ჯდება, ხოლო კეგლები გიგანტური ზომისაა. კეგლები უსაფრთხოების ბალიშებს შორის არსებულ გზაზე ეწყობა და მოთამაშე მათ ეჯახება. 

სამწუხაროდ, ასეთი ბოულინგის თამაში იაფი არ არის. ინვენტარის შეძენა მსურველს 4500 დოლარად მოუწევს. ინსტრუქციის მიხედვით, ეს სათამაშო 5-და 12 წლამდე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ამ გართობაზე უარს არც ზრდასრული ადამიანები ამბობენ.

მომზადებულია thegreenhead.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს