ერნესტინ შეპერდი - ბოდიბილდერი ბებო

ერნესტინ შეპერდი - ბოდიბილდერი ბებო

75 წლის მოხუცი ბოდიბილდერი ერნესტინ შეპერდი ყოველ დილას 18 კილომეტრიან დისტანციას გარბის. 56 წლამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ ერთხელაც ის და მისი და პიკნიკზე წავიდნენ და საცურაო კოსტიუმებში საკუთარი თავი არ მოეწონათ.

ამის მერე დებმა ერთად დაიწყეს აერობიკის კურსებზე სიარული, მერე კი ბოდიბილდინგმა გაიტაცათ. თემატურ შეჯიბრებებზე გამოდიოდნენ, როგორც კონკურენტები. თუმცა 1992 წელს მისი და მილდრედი თავის ტვინის ანევრიზმით გარდაიცვალა, ერნესტინმა კი განაგრძო ვარჯიში და დის სახსოვრად კონკურსებზე გამოდიოდა და იმარჯვებდა. დღეს ერნესტინი ყველაზე ხანდაზმული კულტურისტი ქალია მსოფლიოში.

75 წლის კულტურისტის დიეტა დღეში 1700 კალორი­ისგან შედგება. ძირითადად ჭამს მოხარშული და უმი კვე­რცხის ცილას, ქათამსა და ბო­სტნეულს. ერნესტინი არ მიირთმევს ბიოლოგიური თუ ქიმიური დანატამებით გაჯერებულ სა­კ­ვებს.

ყოველდღიურად ერნი - ასეთია მისი ფსევდონიმი - 16 კილომეტრს დარბის. გარდა ამისა, ხანდაზმული ადამიანებისთვის განკუთვნილ ვარჯიშებსაც უტარებს თავისი ასაკის ხალხს და პირადი მწვრთნელიც არის.

კარიერის განმავლობაში ერნესტინმა ჩემპიონის 2 ტიტული მოიპოვა, ასევე ორჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ხანდაზმული ბოდიბილდერი ქალი. კაცებს შორის ყველაზე ხანდაზმული 77 წლის ედიტ ვილმე კონორია.

ედიტი თავისი გარეგნული იერით ამტკიცებს, რომ ვარჯიში ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა. არადა, თურმე ბავშვობაში საერთოდ არ უყვარდა სპორტი და გართობას არჩევდა. მას მერე კი, რაც აერობიკა დაიწყო და კარგად გახდა, სერიოზული სპორტით დაკავდა. ახლა სპორტის გარდა ერნესტინი 50 წელზე ასაკოვანი ქალების სამოსს უკეთებს რეკლამას, ანუ მოდელად მუშაობს.

Daily Mail

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს