საფრანგეთში ძროხები ღვინოს სვამენ

საფრანგეთში ძროხები ღვინოს სვამენ

ფრანგი ფერმერები ძროხებს დღეში 2 ბოთლ საუკეთესო ღვინოს ასმევენ. როგორც ფერმერები აცხადებენ, ღვინის დალევის შემდეგ, პირუტყვებს ხასიათი უკეთდებათ და მათი ხორციც გაცილებით გემრიელია.

ცხოველებში ღვინის სმის ტრადიციას სათავე ჟან-ჟაკ ტასტავიმ დაუდო. ჟან-ჟაკი საფრანგეთის სამხრეთით არსებული ერთ-ერთი ფერმის მეპატრონეა. თავდაპირველად ის ღვინოს მხოლოდ სამ ძროხას ასმევდა. ფერმერი ალკოჰოლურ სასმელს ძროხების საკვებს და სასმელს ურევდა. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა - სამივე ძროხა კარგი ხასიათით და საოცრად გემრიელი ხორცით გამოირჩეოდა.

ახლა ღვინით გაჯერებული ძროხის ხორცი საფრანგეთის ყველა სოლიდურ რესტორანში, მიუხედავად მისი საკმაოდ მაღალი ფასისა, დიდი პოპულარობით სარგებლობს. მენიუში კი ამ ხორცისგან დამზადებულ კერძებს სპეციალური სახელი "ღვინის ხორცი" ეწოდება.

ჟან ჟაკი და მისი "ღვინის დიეტის" მიმდევრები ძროხებს სხვადასხვა სახის ღვინოს ასინჯებენ, რათა იპოვონ ღვინის ის სახეობა, რომლის დალევის შემდეგ, ძროხის ხორცს ყველასგან გამორჩეული და სასიამონო გემო ექნება.

მომზადებულია newsbang.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს