ავსტრიულ სასახლეში ქალის 500 წლის თეთრეული აღმოაჩინეს

ავსტრიულ სასახლეში ქალის 500 წლის თეთრეული აღმოაჩინეს

ისტორიკოსები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ავსტრიულ სასახლე Lengberg-ში ქალის 500 წლის წინანდელი თეთრეული აღმოაჩინეს. ბუსტჰალტერი და საცვალი სასახლის სარდაფში ინახებოდა.

ქალის თეთრეული ჟამთა სვლით გაცვეთილია, მაგრამ თანამედროვე ბუსტჰალტერსა და საცვალთან მსგავსება აშკარაა. ცნობილია, რომ შუა საუკუნეებში მამაკაცებს იმავე სტილის საცვალი ეცვათ, როგორიც თანამედროვე შორტებია, მაგრამ ამ დრომდე ითვლებოდა, რომ ქალებს კაბის შიგნით ხალათი, ან პერანგი ეცვათ. ითვლებოდა, რომ ქალებმა ქვედა საცვლის მასიურად გამოყენება მე-18 საუკუნიდან დაიწყეს, ხოლო ბუსტჰალტერი შედარებით უფრო თანამედროვეა, იგი მხოლოდ 100 წლის წინ გამოჩნდა.

"ეს აღმოჩენა თავიდან დაწერს მოდის ისტორიას. დღემდე მსგავსი რამ არავის უნახავს", - განაცხადა ლონდონის მუზეუმის მოდის კურატორმა, ჰილარი დევიდსონმა.

სასახლეში ქალის თეთრეულთან ერთად ტანსაცმლის დაახლოებით 3 000 ნაფლეთი აღმოაჩინეს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს