ებრაელი სამხედრო ქალი პლაჟზე - საცურაო კოსტუმით და ავტომატით

ებრაელი სამხედრო ქალი პლაჟზე - საცურაო კოსტუმით და ავტომატით

ახალგაზრდა შავგვრემანი ქალის ფოტომ, რომელიც თელ-ავივის სანაპიროზე ისვენებს, საცურაო კოსტუმი აცვია და მხარზე ავტომატი M16 აქვს გადაკიდებული, მსოფლიო მედია მოიარა.

30 მაისს ტანადი, გარუჯული გოგონას ფოტო მინაწერით - "მხოლოდ ისრაელში..." სოციალურ ქსელ Facebook-ზე დადეს. მოგვიანებით იგი მინაწერით: "ისრაელის მაგარი გოგონები სანაპიროზე იარაღის გარეშე არ დადიან" გავრცელდა. ფოტო პროგრამისტმა ბარაკ რაზმა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც სურათი სხვა საიტებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

წინა კვირაში femme fatale-ის ფოტო (ასე მას ჟურნალისტებმა შეარქვეს), ამერიკულმა, ესპანურმა და ბრიტანულმა მედიამ დაბეჭდა. The New York Daily News-ი წერს, რომ ახალგაზრდა ებრაელი ქალი ისრაელის არმიის ჯარისკაცია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ისრაელში ჯარისკაცები სამხედრო ბაზის მიტოვების შემთხვევაში, იძულებულნი არიან, იარაღი ყოველთვის თან იქონიონ, მისი დაკარგვა სასტიკად ისჯება და "დამნაშავეს" ციხეშიც კი სვამენ.

უცხოური პრესა აღნიშნავს, რომ ავტომატიან გოგონებს დიდი ხანია ისრაელში უჩვეულოდ აღარ აღიქვამენ. ის რაც ევროპელებს ეგზოტიკურად ეჩვენებათ, ებრაელებისთვის ყოველდღიურობაა.

მომზადებულია The New York Daily News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს