ყაზახეთის წყალქვეშა ტყე

ყაზახეთის წყალქვეშა ტყე

ყაზახეთში ტბა Kaindy-ში წყალქვეშა ტყეა - ტბის სიღრმეში ხეები იზრდება. ტბა ტურისტებს წყალქვეშა ტყითა და ულამაზესი პეიზაჟით იზიდავს. წყალქვეშ აღმართული ნაძვების ღეროები წყლის ზედაპირზეა ამოშვერილი.

ტბის სიღრმე ზოგიერთ ადგილას 30 მეტრსაც კი აღწევს. წყალი ძალიან ცივია (ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი). რადგანაც მთის წყალი სუფთაა, ზედაპირიდანაც კარგად ჩანს ტბის ფსკერი.

ზამთარში კი ტბა მთლიანად ყინულით იფარება და ამ დროს ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი იყრის თავს, რომლებიც თევზაობით ერთობიან.

1911 წელს ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა და დიდი მასის მეწყერმა ხეობა ჩახერგა, რამაც წყლის დაგროვება გამოიწვია. წვიმის წყალი ხეობაში დროთა განმავლობაში გროვდებოდა და სწორედ ასე წარმოიქმნა ტბა Kaindy. 

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს