მიშელ და ბარაკ ობამები კამერამ კოცნის დროს გამოიჭირა

მიშელ და ბარაკ ობამები კამერამ კოცნის დროს გამოიჭირა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი კამერამ კოცნის დროს გამოიჭირა. ობამები ვაშინგტონში გამართულ კალათბურთის მატჩს დაესწრნენ.

შესვენების დროს მიშელ და ბარაკ ობამები "Kiss Cam"-მა დააფიქსირა, რის შემდეგაც წყვილმა არ დააყოვნა და ერთმანეთს აკოცა. "Kiss Cam" არის კამერა, რომელიც მატჩის დროს შეყვარებულ წყვილებს იღებს და სტადიონის ეკრანზე აჩვენებს.

ქვეყნის პირველი პირების კოცნამ დარბაზში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ცნობილია, რომ ბარაკი კალათბურთის დიდი გულშემატკივარია. 

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს