საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადები შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2012 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 107.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 177.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 6.1 მლნ აშშ დოლარით (10.1 მლნ ლარით), ანუ 5.4 %-ით ნაკლებია 2011 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.5 % იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 87.9 % მოდიოდა.
2012 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.7 მლნ აშშ დოლარი (14.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად გასული წლის ივნისში გადაგზავნილი 8.0 მლნ აშშ დოლარისა (13.4 მლნ ლარი).
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9