მსოფლიო ბანკმა განსახორციელებელი პროექტების ნუსხიდან სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის განვითარების პროექტი ამოიღო. დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზი მუზეუმის მმართველისთვის, ნელი გობეჯიშვილისთვის ამ დრომდე უცნობია.
"რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ბანკის ექსპერტები სოფელ მირზაანში იყვნენ ჩამოსული, ვითარება ადგილზე შეისწავლეს და ჩათვალეს, რომ ამ პროექტის განხორციელება აუცილებელი იყო. მოგვიანებით, პროექტის განხილვა მსოფლიო ბანკმა თელავში გამართა. არაოფიციალურად ჩემთვის ცნობილია, რომ მომავალში დაფინანსებაზე მსჯელობა კიდევ იქნება," - აღნიშნავს გობეჯიშვილი.
მუზეუმის მმართველის განმარტებით, ნიკო ფიროსმანის სახლის მდგომარეობა სავალალოა, ის დროს ვერ გაუძლებს და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაწყებას საჭიროებს.