საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვაჟი, პიერ სარკოზი დიჯეია, მაგრამ სამოდელო ბიზნესშიც აპირებს ძალების მოსინჯვას.
26 წლის პიერმა ბრენდ Mr Porter-ის ახალ კოლექციას გაუკეთა რეკლამა და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც პიერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც მამამ პრეზიდენტის პოსტი დატოვა, თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. მამის პრეზიდენტობის დროს მას საფრანგეთის კლუბებში შესვლა არ სურდა, რომ პრესისთვის სალაპარაკო თემა არ მიეცა.
"ახლა შემიძლია საფრანგეთში, როგორც დიჯეიმ ვიმუშაო. ხალხს ვაჩვენებ, რისი გაკეთება შემიძლია", - ამბობს პიერი ბრენდ Mr Porter-ის ონლაინ ჟურნალთან საუბარში.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.