რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი გურიის გუბერნატორთან, ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად არასამუშაო დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისს ეწვია. ვიზიტის მიზეზი და შეხვედრის დეტალები მაღალჩინოსნებმა ჟურნალისტებთან არ გაახმაურეს.
"არ გეტყვით. რა შენი საქმეა, თუ დამპატიჟებ, შენთანაც მოვალ", - ასე უპასუხეს მათ ჟურნალისტების კითხვას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სტუმრობის მიზეზების შესახებ.