ბრიტანელი პრინცი უილიამის მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითი ლონდონში ახალი სპორტული პროექტის პრეზენტაციაზე 35 გირვანქა სტერლინგის ღირებულების კაბით მივიდა.
ქეითი Hobbs-ის ბრენდის, თეთრსა და ნაცრისფერ ფერებში გადაწყვეტილი საზაფხულო კაბაში შესანიშნავად გამოიყურებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კემბრიჯის ჰერცოგინია საზოგადოების წინაშე იაფფასიანი სამოსით გამოჩნდა. ახლახან მას ერთ-ერთ მაღალი დონის მიღებაზე 69-ევროიანი Zara-ს კაბა ეცვა.
ქეითი პლანეტის ყველაზე გემოვნებიანი ქალების რეიტინგში არაერთხელ მოხვედრილა. 2010 წელს ის ჟურნალმა People-მა დახვეწილ და გემოვნებიან ქალბატონად დაასახელა, ხოლო 2009 წელს ინტერნეტ-გამოცემა Style.com-მა მას სტილის ხატის ტიტული მიანიჭა. 2012 წელს ქეითს გემოვნებიანი ქალის ტიტული ჟურნალმა Harper's Bazaar-მა მიაკუთვნა.
გარდა ამისა, 2011 წლის აგვისტოში ლონდონმა ნიუ-იორკს მოდის დედაქალაქის ტიტული ჩამოართვა, რაც ქეით მიდლტონის წყალობით მოხდა. ქეითი ახალი მოდის სეზონის მთავარი გმირი გახდა.
იაფფასიან კაბებს ხშირად ირგებს ასევე დახვეწილი გემოვნებით ცნობილი, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა. ერთხელ ის ტელე-შოუ "თუდეის" ჩაწერაზე 35-დოლარიანი კაბით მივიდა. მან შვეიცარული ბრენდის "ეიჩენდემის" კაბა წითელ ქამართან და ყვითელ ფეხსაცმელთან გემოვნებით შეახამა.
მომზადებულია Daily Mail-ს მიხედვით.