ძლიერი წვიმების შედეგად ჩინეთის ცა იასამნისფერი გახდა

 ძლიერი წვიმების შედეგად ჩინეთის ცა იასამნისფერი გახდა

ბოლო კვირეების განმავლობაში ძლიერი წვიმების შემდეგ ჩინეთის რამდენიმე ქალაქის თავზე ცამ იასამნისფერი შეფერილობა მიიღო. ადგილობრივი მოსახლეობა უჩვეულო მოვლენით შეშფოთებულია და სტიქიის მორიგ ტალღას ელის.

მოვლენის ამსახველი ფოტოები მიკრობლოგ "ტვიტერის" ჩინურ ანალოგში Weibo-ში გამოქვეყნდა. როგორც The Epoch Times-ი იუწყება, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავტორი ქვეყანაში 1976 წელს მომხდარ ძლიერ მიწისძვრას იხსენებს. ამ მიწისძვრის შედეგად ტანშანში 250 000-მდე ადამიანი დაიღუპა.

"Google-ში აღმოვაჩინე, რომ მიწისძვრამდე ტანშანშიც იასამნისფერი ცა იყო. შემდეგ ვლოცულობდი, რომ ჩვენთან მხოლოდ წვიმები ყოფილიყო და არა მიწისძვრა", - იტყობინება ჩანაწერის ავტორი.

რამდენიმეკვირიანმა ძლიერმა წვიმებმა ჩინეთში ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას 185 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 45 ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

მომზადებულია The Epoch Times-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს