ინდოელ მამაკაცს 38 წელია არ უბანავია

ინდოელ მამაკაცს 38 წელია არ უბანავია

66 წლის ინდოელ კაილაშ საინს 38 წელია არ უბანავია და არც თმა შეუჭრია. კაილაშმა 1974 წელს ცოლი შეირთო და პირობა დადო, რომ ვიდრე ბიჭი არ შეეძინებოდა, არც თმას შეიჭრიდა და არც იბანავებდა. ინდოელი პირობას დღემდე იცავს, ვინაიდან ვაჟი ჯერ არ შეძენია, თუმცა უკვე 7 ქალიშვილის მამაა.

როგორც კაილაში ამბობს, დადებულ პირობას არ დაარღვევს და მხოლოდ მაშინ იბანავებს, როდესაც ნანატრი ვაჟი შეეძინება.

ინდოელის თქმით, მართალია, არ ბანაობს და თმას არ იჭრის, მაგრამ ჰიგიენის წესებს იცავს: კაილაში ყოველდღე კოცონს ანთებს და "ალის შხაპს" იღებს.

კაილაშის ქცევა მისი მეუღლის, 60 წლის კალავატი დევის დიდ უკმაყოფილებას იწვევს. კალავატი და მისი გოგონები ცდილობენ ოჯახის უფროსს პირობა დაარღვევინონ, თუმცა მას დღემდე გადაწყვეტილების შეცვლა ვერაფრით აიძულეს.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს