ვირტუოზი ბიჭუნა, რომელსაც ტერფები არ აქვს, "ბარსელონაში" მიიწვიეს

ვირტუოზი ბიჭუნა, რომელსაც ტერფები არ აქვს, "ბარსელონაში" მიიწვიეს

11 წლის ბრაზილიელმა გაბრიელმა, რომელიც ორივე ტერფის გარეშე დაიბადა, საფეხბურთო კლუბ "ბარსენოლას" მესვეურები გააოგნა. ვირტუოზი ბიჭუნა საოცარი სპორტული მონაცემებით, უკვე მიწვეულია ესპანეთში.

გაბრიელი პირველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდია, რომელიც "ბარსელონას" იუნიორთა სკოლაში მიიღეს.

მეოთხეკლასელი გაბრიელი, რომელიც ყველა ბრაზილიელი ბიჭის მსგავსად ფეხბურთით ცხოვრობს, თანატოლებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ დაბადებიდან სპეციალურ პროთეზებს ატარებს, რადგან ტერფების გარეშე დაიბადა.

"ბარსელონა" გაბრიელით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთი თვის წინ ბრაზილიურმა სატელევიზიო არხმა მასზე ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა. 11 წლის ბიჭმა მეორე დღესვე მიიღო მოწვევა ბარსელონას საზაფხულო სკოლიდან, რომელიც კლუბმა რიო-დე-ჟანეიროში მოაწყო.

გაბრიელის ოცნებაა საოცნებო კლუბში თავისი კერპის - ლიონელ მესის გვერდით ითამაშოს.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს