82 წლის ჯორჯ სოროსს ცოლი მოჰყავს

82 წლის ჯორჯ სოროსს ცოლი მოჰყავს

82 წლის ამერიკელმა მილიარდერმა, ჯორჯ სოროსმა 12 აგვისტოს საკუთარი დაბადების დღის წვეულებაზე 40 წლის ტამიკო ბოლტონთან დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ბოლტონი კერძო კომპანიის მფლობელია, რომელიც მომხმარებელს იოგას ონლაინ-ვარჯიშებს სთავაზობს.

წყვილმა გადაწყვიტა ქორწილი ძვირადღირებულ მამულში, საუტგემპტონში ახლობლებისა და მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნოს.

წყვილი ქორწილის თარიღს ჯერჯერობით არ ამხელს. მათ ერთმანეთი 2008 წლის გაზაფხულზე, ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიცნეს.

ცნობილი ფინანსისტისთვის და International Crisis Group-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრისთვის ეს მესამე ქორწინებაა.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს