ესპანეთს თავისი "რობინ ჰუდი" ჰყავს

ესპანეთს თავისი "რობინ ჰუდი" ჰყავს

ესპანეთში, ანდალუსიას რეგიონში სოციალისტ ექსტრემისტების ჯგუფი გაჭირვებულ მოსახლეობას უჩვეულოდ ეხმარება.

ანდალუსიაში ეკონომიკური კრიზისის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებულია და ლუკმა-პური ენატრება. ჯგუფის წევრები ადგილობრივ სუპერმარკეტებს დაცვის თანამშრომელთა წინააღდმეგობის მიუხედავად შტურმით იღებენ, პროდუქტს იტაცებენ და მოსახლეობას სრულიად უანგაროდ ურიგებენ.

ჯგუფის წევრები ანდალუსიის მუშათა კავშირის თანამშრომლები არიან და მათი ხელმძღვანელი ხუან მანუელ სანჩეს გორდილოა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა მეტსახელად რობინ ჰუდს ეძახის.

ხელისუფლება თვლის, რომ ეს ჩვეულებრივი კრიმინალია, ხოლო ანდალუსიელები მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები გმირები არიან.

როგორც ხუანი ამბობს, მისი ჯგუფის წევრები მხოლოდ ისეთ პროდუქტებს იღებენ, რომელიც წინა დღისაა და სუპერმარკეტის თანამშრომლები სანაგვეზე ყრიან.

პოლიციამ რამდენიმე ექსტრემისტი უკვე დააკავა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს