თინა კანდელაკი საბჭოთა კავშირში ჩარჩა

თინა კანდელაკი საბჭოთა კავშირში ჩარჩა

თინა კანდელაკი, როგორც ჩანს, საბჭოთა კავშირში ჩარჩა. რუსეთში მოღვაწე ქართველმა  ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ facebook-ზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ოლიმპიური შედეგები გამოაქვეყნა.

ოლიმპიური მიღწევების კანდელაკის ნუსხაში ყოფილი სსრკ-ს ის 13 რესპუბლიკაა შესული, რომლებმაც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მედლები მოიპოვეს. ცხრილში მედლების რაოდენობა და ქვეყნების რიგითობაა ასახული.

ბოლოს კი ყოფილი საბჭოთა კავშირის საერთო შედეგებია შეჯამებული, რომლის მიხედვითაც "სსრკ ოლიმპიური თამაშების ლიდერია". ცხრილს თიკას წარწერაც ამშვენებს: "საბჭოთა კავშირი ისევ იმარჯვებს ოლიმპიურ თამაშებზე".

ცხრილი სოციალურ ქსელში კანდელაკმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. ამ დროის განმავლობაში მას 1005 მოწონება და 300-მდე გაზიარება დაუგროვდა.

თინას იდეას "ფეისბუქის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა "მხარი აუბა" და ბრიტანეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების ოლიმპიური შედეგები გამოაქვეყნა.

დიდი ბრიტანეთი - 29

ავსტრალია - 7

ახალი ზელანდია - 5

სამხრეთ აფრიკა - 3

კენია - 2

ირლანდია - 1

კანადა - 1

ტრინიდადი და ტობაგო - 1

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს